fbpx
კრიმინალი

ათენის ცენტრში 38 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, ათენის ცენტრში, გამთენიისას მოხდა.

როგორც ცნობილია, 38 წლის მამაკაცი კუნძულ სიროსიდან ათენში ბოლო რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, თუმცა, მუდმივად კუნძულზე ცხოვრობდა.

ის ოთონოს ქუჩაზე, ჯერჯერობით უცნობმა პირებმა, უმოწყალოდ სცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.

Cyclades24.gr-ის ინფორმაციით, ინციდენტის დეტალები და მიზეზი გაურკვეველი რჩება და ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამაკაცი ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების მცდელობის მიუხედვად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიცია დამნაშავეთა ვინაობის დასადგენად მუშაობს.

დაგეგმილის გვამის ექსპერტიზა, სიკვდილის კონკრეტულის მიზეზის გამოსაკვეთად.

onalem

ტესტ