fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

რა დაუდგინდა ევანგელისმოს საავადმყოფოში ჩინეთიდან დაბრუნებულ ბერძენს?!

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ ათენში, ევანგელისმოს საავადმყოფოში 30 წლის მამაკაცი კორონა ვირუსის სიმპტომებით შეიყვანეს. კრიტიკული ფაქტორი იყო ის, რომ ბერძენი ჩინეთიდან ახლახანს დაბრუნდა, ამიტომ მაშინვე კარანტინში მოათავსეს და გამოკვლევები ჩაუტარდა.

როგორც ექიმები იუწყებიან, ანალიზების პასუხებმა აჩვენა, რომ მის ორგანიზმში კორონა ვირუსის არსებობა არ დასტურდება, ამიტომ საავადმყოფოში განგაში შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთს მიღებული აქვს ყველა შესაბამისი ზომა, რათა კორონა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მოხდეს სათანადო რეაგირება.

 

onalem

ტესტ