fbpx
საბერძნეთი

15-ე ხელფასი თანამშრომლებს, ლეპტოპები, 350 ევრო სადღესასწაულო მაგიდისთვის და სხვა საჩუქრები კომპანია “კარელიასგან” – დაუვიწყარი ახალი წელი დასაქმებულებისთვის

ამ კომპანიაში მუშაობა ყველა ბერძენის და არა მარტო ბერძენის ოცნებაა. კომპანია “კარელიას” ხელმძღვანელი ტრადიციას არ ღალატობს და ზრუნავს არა მხოლოდ საკუთარ მოგებაზე, არამედ იმ ადამიანებზეც, რომლებიც ამ მოგებისთვის მუშაობენ. ანდრეას კარელიამ 2023 წლის დადგომამდე საკუთარ თანამშრომლებს განუცხადა, რომ ისინი უხვად საჩუქრდებიან.

კერძოდ, ანდრეას კარელიამ დეტალურად აღწერა კომპანიის მიერ 2022 წელს მიღწეული წარმატებები და სწორედ ამის გამო თვლის, რომ მისი თანამშრომლები იმსახურებენ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე იღებდნენ. საინტერესოა ჩამონათვალი, თუ რას სთავაზობს კომპანია მათ:

  1. “კარელია” საკუთარ თანამშრომლებს დაურიცხავს მე-15 ხელფასს.
  2. საახალწლო სუფრისთვის დაურიცხავს თანხას, 350 ევროს ოდენობით.
  3. ყველა თანამშრომელი, რომელსაც ჰყავს შვილები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო სასწავლებელში, მიიღებენ 1,750 ევროს.
  4. ის თანამშრომლები, რომელთა შვილებიც 2022 წელს ჩაირიცხნენ სახელმწიფო სასწავლებლებში, მიიღებენ 500 ევროს.
  5. ყველა თანამშრომელი, რომლის ხელფასიც 1,500 ევროზე ნაკლებია, მიიღებს დამატებით 500 ევროს.
  6. თანამშრომელთა ბავშვებს ასევე გადაეცემათ პორტატული კომპიუტერები, ანუ ლეპტოპები.

ანდრეას კარელიას მართვის მეთოდი მიზნად ისახავს თანამშრომელთა ერთგულების მოპოვებას, მათ ხელშეწყობასა და მუშაობისთვის მოტივაციის მიცემას.

onalem

ტესტ