fbpx
საბერძნეთი

მიკონოს ცნობილი პატარა ვენეცია წყალში “ჩაიძირა” – ატიკის რეგიონში 61 ზარი შევიდა დახმარების თხოვნით

გუშინ ღამით ძლიერი ქარი და წვიმა საბერძნეთის მრავალ რეგიონს დაატყდა თავს. კოსმოპოლიტური კუნძული, რომელიც ისედაც გამოირჩევა ძლიერი ქარით, განსაკუთრებით დაზიანდა, ვინაიდან მიკონოს ყველაზე ცნობილი და პოპულარული ადგილები, პატარა ვენეცია და მატოიანია წყალში ჩაიძირნენ.

იქ, სადაც აქამდე კაფე-ბარები და რესტორნები იყო, ვიზიტორებისთვის კი, ყველაზე საყვარელი ადგილი, ფოტოების გადასაღებად, მხოლოდ წყალია.

ზოგადად, მთელი საბერძნეთის მასშტაბით სამაშველო სამსახურმა 200-სზე მეტი ზარი მიიღო, დახმარების თხოვნით და აქედან 61 მხოლოდ ატიკის რეგიონში იყო, სადაც წაიქცა ათობით ხე.

გადაადგილების თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა კორინთოშიც, სადაც კონკრეტულ გზებზე გავლა შეუძლებელია, სანამ იქაურობას არ გაწმენდენ.

onalem

ტესტ