fbpx
საბერძნეთი

გამაფრთხილებელი შეტყობინება საბერძნეთის რეგიონებში 112-დან – ქარი განსაკუთრებით ძლიერდება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონის მოსახლეობას გაეგზავნა შეტყობინება 112-დან, რომლითაც აფრთხილებენ ქარის გაძლიერების შესახებ, რამაც შესაძლოა ზარალი გამოიწვიოს.

112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინება მიუვიდა თესალონიკის, პატრას, ქსანთის, კორინთოს მოსახლეობას, ვინაიდან ფენომენი განსაკუთრებით ძლიერდება თავდაპირველად დასავლეთ საბერძნეთში. ქარის გაძლიერება შესამჩნევია ათენშიც.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს მომდევნო  საათში, აქედან გამომდინარე მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შეზღუდონ არააუცილებელი გადაადგილება და მიჰყვენ ადგილობრივი ხელისუფლებოს მითითებებს.

onalem

ტესტ