fbpx
კატეგორიის გარეშე

პირეას პორტში ბანანებით სავსე კონტენიერში 4 მილიონი ევროს ღირებულების 91 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

პირეას პორტში შემოწმების შედეგად ერთ-ერთ კონტეინერში, რომელსაც იდეაში ბანანი გადაჰქონდა, პლასტმასის 80 შეფუთვა აღმოაჩინეს. შეფუთვებში მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ, კოკაინი, რომლის საერთო წონაც 91 კილოგრამია.

გემი, რომელზეც კონტენიერი იყო მოთავსებული, ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა და პირეაზე ეკვადორიდან ჩამოვიდა. კონტეინერი სავსე იყო ბანანით, რომელიც ლეგალური ტვირთია.

ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება არც მეტი, არც ნაკლები, 4.000.000 ევროა.

აღნიშნული ოპერაცია ჩატარდა უწყაბათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის სპეციალისტთა მიერ.

onalem

ტესტ