fbpx
საბერძნეთი

19 წლის იმიგრანტი ბიჭი საბერძნეთში არასრულწლოვანთა დაცვის სპეციალური სამდივნოს მენტორთა წევრი გახდა

19 წლის კუროსს უკვე ყველა კარგად იცნობს. ის ირანელი ბიჭია, რომელიც საბერძნეთში მხოლოდ 3 წლის წინ ჩამოვიდა და წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში რეკორდულად მაღალი შედეგები დააფიქსირა, გასაოცარია ისიც, რომ ბიჭი სუფთად საუბრობს ბერძნულად.

როგორც მედია იუწყება, კუროსი საბერძნეთის არასრულწლოვანთა დაცვის სპეციალური სამდივნოს მენტორთა ჯგუფის წევრი გახდა. ის მას შემდეგ, რაც კირიაკოს მიცოტაკის შეხვდა პრემიერის სასახლეში, ასევე ეწვია საბერძნეთის თავშესაფრის მინისტრის მოადგილის, ქ-ნ სოფია ვულტეფსის კაბინეტს.

ეს არის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს არასრულწლოვანი მიგრანტების ხელშეწყობას და დახმარებას, რომ საზოგადოებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ და მოახდინონ ინტეგრაცია საბერძნეთში. სოფია ვულტეფსიმ განაცხადა, რომ სურს კუროსთან და დანარჩენ მენტორებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს, რათა მათი ისტორიები მაგალითი გახდეს სხვებისთვისაც და ამიერიდან, აღარ ვისაუბროთ, როგორც იშვიათ გამონაკლისებზე, არამედ როგორც ჩვეულებრივ მოვლენაზე, ვინაიდან ყველა ბავშვს მონდომებისა და ხელშეწყობით, შეუძლია მსგავსი წარმატების მიღწევა.

როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ქვეყნის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ბერძნულ საზოგადოებაში ინტეგრაცია სურს.

onalem

ტესტ