fbpx
კრიმინალი

ცნობილი პოლიტიკოსის ქალიშვილი მიკონოზე კოკაინით ვაჭრობისთვის დააკავეს

მიკონოზე კიდევ ერთი “ბომბი” გასკდა. გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოპოლიტურ კუნძულზე ჩრდილოეთ მაკედონიელი პოლიტიკოსის ქალიშვილი დააკავეს.

ქერა მოდელი კრიმინალური ორგანიზაციის წევრი იყო, კუნძულზე მისი “მოვალეობები” მოიცავდა პოტენციური კლიენტების პოვნას და შემდეგ მათთვის ნარკოტიკების, კერძოდ, კოკაინის მიყიდვას, სოლიდურ ფასებში. ამრიგად, ის შუამავლის როლს თამაშობდა კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერებსა და კლიენტებს შორის.

21 წლის ქალის გარდა, დააკავეს ჩრდილოეთ მაკედონიის კიდევ ორი მოქალაქე, 34 და 35 წლის მამაკაცები, ასევე ლიბანელი DJ, შეძლებული ოჯახიდან, რომელიც მუდმივად ათენში ცხოვრობს, თუმცა, ზაფხულობით საკუთარი შემოსავლების გასაზრდელად მიკონოზე გადაინაცვლებდა ხოლმე.

პოლიციამ ამოიღო ნარკოტიკული საშუალებები, ტელეფონები, რომლებითაც ისინი კონტაქტობდნენ და ნაღდი ფული.

onalem

ტესტ