fbpx
საბერძნეთი

წლევანდელი ფასდაკლებები ყველაზე გრანდიოზული იქნება – როდის იწყება და რომელ კვირა დღეს იქნება მაღაზიები ღია?!

ათენის საცალო ვაჭრობის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საბერძნეთში 2022 წლის საზაფხულო ფასდაკლებები ყველაზე გრანდიოზული იქნება და ფასები, რომლებიც პროდუქტებს ექნებათ, საკმაოდ მიმზიდველი იქნება მომხმარებლებისთვის.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში საზაფხულო ფასდაკლებები 11 ივლისს იწყება და 31 აგვისტოს ჩათვლით გასტანს.

“გამომდინარე იმ კრიზისიდან, რომელიც ამჟამად გვაქვს, ყველა მოუთმენლად ელოდება ფასდაკლებებს, რომ ამოისუნთქონ როგორც მომხმარებლებმა, ასევე ბიზნესმაც. მოსახლეობა შეძლებს ხელმისაწვდომ ფასებში შეიძინოს სასურველი პროდუქცია, ხოლო მაღაზიების მფლობელები ნახავენ შემოსავალს, რომელიც ასე სჭირდებათ მათ ამ ეტაპისთვის. ფასები, რომლებიც პროდუქტებს ექნებათ, საკმაოდ მიმზიდველი იქნება ხალხისთვის,” აცხადებს ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტი, სტავროს კაფუნისი.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიები ღია იქნება კვირა დღეს, 17 ივლისსაც და იმ შემთხვევაში, თუ კვირის სხვა დღეებში დაკავებული ხართ, შეძლებთ ამ შანსით ისარგებლოთ და საყიდლებით ისიამოვნოთ.

onalem

ტესტ