fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან 21 მაისის ჩათვლით – რა ცვლილებებია მოსალოდნელი საბერძნეთში?

ადონის გეორგიადისმა ტელეკომპანია Mega-ზე საბერძნეთში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, სულ მალე გაუქმდება მაღაზიებში ვიზიტის დანიშვნის ვალდებულება და Click Away, სავარაუდოდ, დარჩება როგორც არჩევანი. ეს ნიშნავს, რომ თუკი კლიენტს ენდომება, რომ შეკვეთა გააკეთოს და პირდაპირ წაიღოს მაღაზიიდან, ამის საშუალება ისევ ექნება, თუმცა, ეს არ იქნება ვალდებულება.

ამჟამად არსებული მონაცემებით, 15 მაისიდან SMS-ის გაგზავნის წესი, როგორც 13033-ზე, ასევე 13032-ზე უქმდება.

ხვალ, 10 მაისს, იხსნება სკოლები, მოსამზადებელი ცენტრები, უცხო ენების ცენტრები და სასამართლოები.

14 მაისიდან მოსალოდნელია, რომ გაიხსნას მუზეუმები.

15 მაისიდან საბერძნეთი ოფიციალურად უმასპინძლებს ტურისტებს.

17 მაისიდან შესაძლებელია გაიხსნას სავარჯიშო დარბაზები, ასევე საბავშვო ბაღები.

21 მაისიდან განახლდება საზაფხულო, ღია კინოთეატრების მუშაობა.

როდესაც მაღაზიებში პირდაპირ, ვიზიტის გარეშე წასვლა იქნება შესაძლებელი, ცხადია, განსაზღვრული იქნება კლიენტთა რაოდენობა, რომელსაც შიდა ტერიტორიაზე დაუშვებენ, გამომდინარე აქედან, დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ არ შეიქმნება გრძელი რიგები მაღაზიებთან, თუმცა, ვინაიდან მაღაზიები უკვე საკმაო ხანია ღიაა, სავარაუდოდ, შემაშფოთებელი მდგომარეობა არ დაფიქსირდება.

 

onalem

ტესტ