fbpx
საბერძნეთი

გახსნის პირველივე შაბათს 5 კაფე დაიკეტა და დაჯარიმდა – პოლიციის კონტროლი საბერძნეთში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციის მიერ ჩატარებული შემოწმებების ფარგლებში გახსნის პირველივე შაბათსვე ხუთი დაწესებულება დაიკეტა.

ირკვევა, რომ კაფეებში დაფიქსირდა სერიოზული კანონდარღვევები, რომელთა გამოც აღნიშნული დაწესებულებები 15 დღით დაიხურა, დააკავეს რამდენიმე პირი და გამოიწერა ჯარიმები.

გამჭვრივალობის ეროვნული ორგანოს მონაცემებით, საერთო ჯამში შემოწმებების შედეგად გამოიწერა 240.400 ევროს ჯარიმები.

ძირითადი დარღვევები ეხებოდა პირბადეების გამოუყენებლობასა და საჭირო დისტანციების დაუცველობას.

შეგახსენებთ, რომ კაფეების პერსონალი ვალდებულია ატაროს პირბადე, მუდმივად, ხოლო კლიენტებს მისი მოხსნის უფლება აქვთ, მაგიდებთან ჯდომისას.

onalem

ტესტ