fbpx
საბერძნეთი

“ზოგიერთს ჰგონია, რომ ადამიანის სულის ჩახშობა სამხედრო ძალით შეუძლია” – კირიაკოს მიცოტაკის

კირიაკოს მიცოტაკიმ Politico-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა თურქეთის პროვოკაციებზე და ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთი საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებს.

“ბალკანეთში, ისევე როგორც ყველგან, არსებობენ მტრული აგენტები, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ ჩვენი ძალისხმევა. მათ აქვთ სამყაროს კონკურენტული აღქმა და მისწრაფებები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და თავისუფლების ძირითად პრინციპებს.

ისინი იყენებენ წყენის, რევიზიონიზმისა და იმპერიული ნოსტალგიის ენას. ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ადამიანის სულის ჩახშობა შეუძლიათ დაშინებითა და სამხედრო ძალის გამოყენებით.

ნათელია, რომ ცვლილებები ჩვენს ირგვლივ მოითხოვს ევროკავშირისგან, რომ დაუყოვნებლივ გამართოს სერიოზული და გულწრფელი შიდა დებატები, ვისაუბროთ მომავალზე და გადავწყვიტოთ, როგორ გვინდა განვვითარდეთ და გავიზარდოთ. მე მჯერა, რომ ევროკავშირი მზად არის დადგეს გამოწვევის წინაშე და ჩვენი კონტინენტის ფორმირება მოხდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მომავალი თაობების სტაბილურობა და კეთილდღეობა,”
ამბობს მიცოტაკი.

onalem

ტესტ