fbpx
საბერძნეთი

საწვავის სიძვირის მიხედვით საბერძნეთი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია

საწვავის საფასურის მომატება ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავის ტკივილად არის ქცეული საბერძნეთის მოსახლეობისთვის. ეს ყველაფერი პარალელურად იწვევს გარკვეული ჯაჭვის წარმოქმნას და ათობით ძირითადი საკვები პროდუქტის გაძვირებას. შედეგები კი იმდენად მძიმეა ზოგიერთი ოჯახისთვის, რომ ჩრდილოეთ საბერძნეთში მცხოვრები ბერძნები ხშირად მეზობელ ქვეყნებშიც კი გადადიან, რომ შედარებით დაბალ ფასებში ივაჭრონ და მანქანების ავზიც გაავსონ.

შესაბამის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცხრილის მიხედვით, საბერძნეთი ბენზინის სიძვირის მიხედვით ევროპაში მე-5, ხოლო მთელ მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საბერძნეთი ევროპის “ჩემპიონია” სუბსიდირების პროგრამის თვალსაზრისით, რომელშიც ქვეყანა 4 მილიარდ ევროზე მეტს ხარჯავს. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფასები მაინც ძალიან მაღალი რჩება.

საწვავის საფასურის ბოლო განახლების შემდეგ, სიძვირის მიხედვით, მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ჰონგ-კონგმა, ხოლო მეორე ადგილს ნორვეგია იკავებს.

სია საერთო ჯამში ასე გამოიყურება:

კონგ-კონგი

ნორვეგია

დანია

ფინეთი

ისლანდია

საბერძნეთი.

საბერძნეთში არსებული ფასები ბევრად აღემატება ისეთ ქვეყნებში არსებულ ფასებს, როგორებიცაა: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, მონაკო, გერმანია და ავსტრალიაც კი.

onalem

ტესტ