fbpx
პოლიტიკა

ერდოღანის ბერძნულ მუქარას ალექსის ციპრამ თურქულად უპასუხა – რას წერს ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტი?!

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა მუქარის შემცველი პოსტი, თუმცა, ბერძნულ ენაზე. ის წერს, რომ თურქეთი არ დათმობს საკუთარ პოზიციებს ეგეოსის ზღვაში და საბერძნეთმა კუნძულების დემილიტარიზაცია უნდა მოახდინოს. ასევე, ხაზს უსვამს, რომ ისინი იცავენ საერთაშორისო სამართალს და არავის უფლებებს არ არღვევენ.

ამ ყველაფერს “თურქული” პასუხი გასცა ყოფილმა პრემიერმა და ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტმა, ალექსის ციპრამ, რომელმაც თურქულ ენაზე დაწერა:

“საბერძნეთი დაიცავს თავის სუვერენიტეტს ნებისმიერი საფრთხისგან. მოდით, შეჩერდეს გამოწვევები და დავუბრუნდეთ დიალოგს, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. 

იმ ეკონომიკურ კრიზისზე პასუხი, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვაწყდებით, არ არის ნაციონალიზმი.”

onalem

ტესტ