fbpx
პოლიტიკა

ალბანეთმა შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაკარგოს – ევროკომისია

ევროკომისიაში დაადასტურეს, რომ მიიღეს ნიდერლანდების მოთხოვნა, სადაც მოთხოვნილია, რომ მოხდეს ალბანეთისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება. ნიდერლანდების მთავრობა ამ მოთხოვნას ქვეყანაში ალბანური კრიმინალური დაჯგუფებების გააქტიურებას უკავშირებს.

განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-სპიკერმა ნატაშა ბერტომ გააკეთა. მისი თქმით ევროკომისა ამ საკითხს შეისწავლის და ანალიზისთვის ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს გადაუგზავნის.

პრეს-სპიკერმა აქვე აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ევროკომისას მსგავს მოთხოვნას უგზავნის მესამე ქვეყანასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ