fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ჩვენ დავამარცხებთ ყველას, ვინც ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის” – კამენოსი

საბერძნეთის პრემიერის გარდა, თურქეთს მკვეთრი მესიჯი ეროვნული თავდაცვის მინისტრმაც გაუგზავნა.

“ჩვენ დავამარცხებთ ყველას, ვისაც საბერძნეთის სუვერენულობაში ეჭვი შეაქვს, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ოტომანთა თარეში 1821 წელს არ დასრულდა. ჩვენ ვაჩვენებთ ბერძენი ხალხის სულს და ერთიანობას, რომელიც ოსმალებს დაუპირისპირდა.

ჩვენი არმია მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის.”

კამენოსმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში დაკავებული ბერძენი ჯარისკაცების გასათავისუფლებლად საბერძნეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს. რომ მნიშვნელობა აქვს მოქმედებას და არა სიტყვებს.

“თურქეთს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ მშვიდობიან მესიჯს ვგზავნით. თუმცა მათი ასეთი ქმედებები იზოლაციას იწვევს და ყველაფერი ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო. ჩვენ შევეცდებით და მიზანს მივაწევთ, ბერძენ ჯარისკაცებს სამშობლოში დავაბრუნებთ.”

onalem

ტესტ