fbpx
პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ ათენში მოდის – ნახეთ, როდისთვის არის ჩანიშნული ოფიციალური შეხვედრა

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ საბერძნეთის დედაქალაქს ეწვევა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს დენდია თურქ კოლეგას 31 მაისს უმასპინძლებს. ირკვევა, რომ ჩავუშოღლუს კირიაკოს მიცოტაკიც შეხვდება, ისევე როგორც ერდოღანმა მოინახულა დენდია ანკარაში ყოფნისას. პრემიერი ამბობს, რომ სიამოვნებით მიიღებს მეზობელი ქვეყნის მაღალჩინოსანს.

არსებული ცნობებით, 30 მაისს თურქი დიპლომატი თრაკის ეწვევა, ხოლო ათენში მეორე დღეს, ჩამოვა.

თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია ადასტურებს, რომ ჩავუშოღლუმ მიიღო მიწვევა და საბერძნეთს თვის ბოლოს ეწვევა.

onalem

ტესტ