fbpx
პოლიტიკა

“ემიგრანტებს ახალი კანონის მიხედვით, არ ექნებათ უფლება მიიღონ მოქალაქეობა, ან დაეხმარონ ოჯახის წევრებს” – კერიდის განმარტებები

საბერძნეთში არალეგალი მიგრანტებისთვის მუშაობის უფლების გაცემის საკითხზე პარლამენტში მკვეთრი უთანხმოებაა. მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრმა, დიმიტრის კერიდიმ განაცხადა, რომ საჭიროა სწორად იქნას გაგებული ეს საკითხი, ვინაიდან მთავრობა არ გეგმავს არალეგალი მიგრანტების მუდმივ ლეგალიზაციას.

“ეს არ არის ზუსტად ლეგალიზაცია. ეს არის მხოლოდ სამუშაო მიზნით მიცემული ბინადრობის ნებართვა, რომლითაც ემიგრანტებს არ ექნებათ არც ოჯახის გაერთიანების უფლება და არც მითუმეტეს, მოქალაქეობის მოთხოვნის უფლება. ეს არის რეგულაცია, რომელიც სადღაც შუაში დგას, უკიდურესობებისგან შორს. 

საბერძნეთი ევროპას უჩვენებს, რომ შეუძლია საკუთარი საზღვრები დაიცვას და პარალელურად, გამოვიყენოთ მიგრაციის სამართლიანი პოლიტიკა, ჩვენივე ინტერესებისთვის. რა თქმა უნდა, ემიგრანტებისთვის საბუთების მიცემა, არ ხსნის მიწაზე მომუშავე მუშახელის დეფიციტის პრობლემას, მაგრამ ეს მაინც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მოდით, სიმართლე ვთქვათ, არსებობს პროფესიები, რომლებითაც ბერძნები, ისევე როგორც ესპანელები და იტალიელები, არ დაკავდებოდნენ, ჩვენ ამ სფეროებში გვჭირდება პერსონალი, რომელსაც ამ საქმის ნიჭი აქვს, რომელიც შრომას უძლებს,” განაცხადა კერიდიმ.

კანონპროექტს პარლამენტში კენჭს ოთხშაბათს უყრიან.

onalem

ტესტ