fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სასამართლომ ეკლესიის ზარების რეკა აკრძალა, რადგან გვერდით მცხოვრებს აწუხებდა

უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ ბერძნული მედიია იუწყება. მესინიაში სასამართლომ აკრძალა ეკლესიის ზარების რეკა, რადგან ეკლესიის გვერდით მცხოვრებ ოჯახს აწუხებდა.

როგორც ირკვევა, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა საჩივარი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ის უკიდურესად წუხდებოდა, ზარების მუდმივი რეკვით და შეუძლებელი იყო ასეთ პირობებში ცხოვრება. პროცესი შედგა და სასამართლომ მისდამი სასიკეთოდ გამოიტანა გადაწყვეტილება.

დასკვნის მიხედვით, აიკრძალა ზარების რეკა როგორც სიჩუმის საათებში, ასევე, იმ შემთხვევებშიც, როცა ისინი საათის როლს ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესები ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჯერ კიდევ 2023 წლის მარტის თვიდან და ადგილობრივს სარჩელი მხოლოდ მას შემდეგ დაუკმაყოფილდა, რაც მესამედ იჩივლა.

 

onalem

ტესტ