fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა სახლში პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ ცოლი ფიზიკურად გაუსწორდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ხალკიდაში მოხდა, სადაც მამაკაცმა პოლიცია ოჯახური ძალადობის გამო გამოიძახა.

ირკვევა, რომ შემთხვევა 22:00 საათი შემდეგ მოხდა, ერთ-ერთ ოჯახში ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც შემდეგ ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. ქალმა კამათისას ქმარს ცემა დაუწყო.

ვინაიდან ქალბატონს, როგორც ჩანს, თავზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული, მამაკაცი იძულებული გახდა, რომ პოლიცია გამოეძახებინა, ადგილზე მისულ ოფიცრებს კი განუცხადა, რომ ცოლმა სასტიკად სცემა.

მას შემდეგ, რაც სიტუაცია განეიტრალდა, ოფიცრებმა ძალადობის მსხვერპლს ურჩია, რომ ოფიციალურად შეეტანა სარჩელი ცოლის წინააღმდეგ.

onalem

ტესტ