fbpx
საბერძნეთი

2024 წლიდან გადახდის ახალი ელექტრონული მეთოდი ათენის საჯარო ტრანსპორტში – რა იცვლება ახალი წლიდან?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 2024 წლიდან საჯარო ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. ΕΡΤ-ის ცნობით, ახალი წლიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მგზავრობის საფასური გადაიხადონ ტელეფონების საშუალებით, Wallet-იდან.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება თავდაპირველად ავტობუსებში, რომლებიც ასრულებენ რეისებს ათენიდან აეროპორტის მიამრთულებით და პირიქით, შემდეგ კი, ნელ-ნელა დაინერგება ყველა ხაზზე.

საჯარო ტრანსპორტის ხელმძღვანელობის განმარტებით, მიზანი ბილეთების რიგში მდგომი ადამიანების რაოდენობის შემცირება და ასევე უბილეთო მგზავრობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

საბერძნეთის დედაქალაქი სხვა ევროპული ქალაქების მაგალითზე ცდილობს, რომ თანამედროვე სისტემები დანერგოს და ერთ-ერთი სფერო, ამ მხრივ, სწორედ საჯარო ტრანსპორტია. ტრანსპორტის სამინისტრო, ციფრული პოლიტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ცდილობს, რომ საბილეთო სისტემა შეცვალოს და ქაღალდის ბილეთებიდან ელექტრონულ სისტემაზე გადავიდეთ, რაც პირდაპირ იქნება დაკავშირებული ჩვენს საბანკო ბარათთან და შესაძლებელი იქნება, რომ გავაკეთოთ გადარიცხვები ფიზიკური კონტაქტის გარეშე.

“ვცდილობთ, რომ საბანკო ბარათებით შესაძლებელი გახდეს საჯარო ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა. ეს პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაღალი დონის თავსებადობის მისაღწევად და მობილობის სერვისის ასამაღლებლად,” ამბობს ტრანსპორტის მინისტრი.

onalem

ტესტ