fbpx
საბერძნეთი

“ბერძნებს დავჩეხავთ და გავაუპატიურებთ” – შემთხვევა თესალონიკის ავტობუსში

ინციდენტი, რომელიც თესალონიკის ავტობუსში მოხდა, შემზარავია. გარდა იმისა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მოხუც მგზავრს ტელეფონი მოპარა, მან უშვერი სიტყვების ყვირილი დაიწყო, როდესაც პოლიცია მის დასაკავებლად მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის ავტობუსში, N10, ალჟირელმა მამაკაცმა ერთ-ერთ მგზავრს ჯიბიდან ტელეფონი ამოაცალა და როგორც კი ამ ყველაფერს რეაქცია მოჰყვა, მძღოლმა გამოიძახა როგორც პოლიცია, ასევე კერძო დაცვის თანამშრომლები.

როგორც ირკვევა, ადგილზე მისულ ოფიცრებს მან ცემა დაუწყო, საშინელ აგრესიას გამოხატავდა და ხმამაღლა ყვიროდა: “ბერძენ კაცებს დავჩეხავთ, ქალებს კი გავაუპატიურებთ.”

ალჟირელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ