fbpx
საზოგადოება

“ხანძარი გაჩნდა, ყველა გარეთ გამოვიდა და 3 წლის ბავშვი დაავიწყდათ” – ტრაგედია პირეაზე

პირეაზე მომხდარი ტრაგედია ბერძნული მედია სივრცის განხილვის მთავარი თემაა. მიტოვებულ შენობაში გაჩენილ ხანძარს 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებობს შენობის მთლიანად ჩამონგრევის საფრთხე.

კერძოდ, ბულგარული წარმოშობის ბოშები მიტოვებულ შენობაში იყვნენ შესახლებულები და ხანძრის გაჩენის შემდეგ, ყველა გარეთ გამოიქცა. როგორც ჩანს, 3 წლის ბიჭის გამოყვანა დაავიწყდათ და ის მოგვიანებით დაღუპული იპოვეს.

ინციდენტის მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება. არსებობს მხოლოდ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, ბოშებმა გასათბობად ცეცხლი დაანთეს, რათა გამთბარიყვნენ.

ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ბრიგადებმა ხანძრის კონტროლის არეში მოქცევა შეძლეს და მიმდებარე შენობებზე არ გავრცელებულა.

მუშაობდა 16 მეხანძრე და 6 მანქანა.

ომირიდუ სკილიცის და დელიგიორგის ქუჩები გადაკეტილია, რადგან არსებობს შენობის ჩამონგრევის სერიოზული საფრთხე.

onalem

ტესტ