fbpx
ემიგრაციასაზოგადოება

იტალიაში მყოფ ქართველ გოგოს, რომელიც ამბობს, რომ დამსაქმებლის მხრიდან სექსუალური ზეწოლის მსხვერპლია, საელჩო დაეხმარება

საქართველოს საელჩო იტალიაში მზად არის დაეხმაროს ქართველ გოგოს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მასზე დამსაქმებელი სექსუალურ ზეწოლას ცდილობდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო ოფიციალურ განცახადებას facebook-გვერდზე ავრცელებს.

“სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველო გოგონა დახმარებას ითხოვს. იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური კონტაქტზეა ირინა შველიძესთან და მისი მოთხოვნის და საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში, აღმოუჩენს მას დახმარებას“,– ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ირინა შველიძემ გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც ამბობდა რომ გაექცა დამსაქმებელს, რომელმაც სცადა მასზე სექსუალურად ეძალადა.

 

onalem

ტესტ