fbpx
საზოგადოება

ტრაგიკული სიტუაცია თესალონიკში: “გარდაცვლილთათვის მაცივრები აღარ გვყოფნის”

საბერძნეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 1.288-ს მიაღწია. ჯერ კიდევ მარტში დამკრძალავი ბიუროების ასოციაციის პრეზიდენტმა, სოტირის აგელეტოსმა, გამოთქვა შიში, რომ საბერძნეთი იტალიის ბერგამოს არ დამსგავსებოდა. მიუხედავად ამისა, მეორე კარანტინის პირობებში, აღმოჩნდა, რომ საკმარისი მაცივრები არ არის ადამიანებისთვის, რომლებიც ვირუსით იღუპებიან.

ირკვევა, რომ საბერძნეთის პრეზიდენტსა და პრემიერს უკვე გაეგზავნათ წერილი ამის შესახებ და მოსალოდნელია შესაბამისი ზომების მიღება.

“კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ცხედარიც კი საფრთხეს წარმოადგენს. პროტოკოლი, რომელსაც უნდა მივყვეთ, არის ძალიან სპეციფიკური. ეს არის ურთულესი პროცესი და ხორციელდება სპეციალური აღჭურვილობით.

ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც არ არის საკმარისი მაცივრები მიცვალებულთათვის.

თითო საავადმყოფოს საშუალოდ 8-9 მაცივარი აქვს, გარდაცვლილთა მოსათავსებლად, ახლა კი, როცა გარდაცვლილთა რიცხვი ასეთი სისწრაფით იზრდება, “მაცივრების რიგში” უფრო და უფრო მეტი გარდაცვლილი დგას,” აღნიშნავს სოტირის აგელეტოსი.

onalem

ტესტ