fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს კორონავირუსი დაუდასტურდა, სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Protothema.gr-ის ინფორმაციით, 82 წლის მთავარეპისკოპოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. მას COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომები აქვს, დიაგნოზი კი, გეგმიური ტესტირების შედეგად დაუსვეს.

როგორც ცნობილი გახდა, მთავარეპისკოპოსს კონტაქტი ჰქონდა საბერძნეთის პრემიერთან, კირიაკოს მიცოტაკისთანაც, თუმცა, როდესაც მათი შეხვედრა მოხდა, მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მთავარეპისკოპოსს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, განმეორებითი ტესტი ჩაუტარეს და კორონავირუსი დაუდგინდა.

ცხადია, ტესტი გაუკეთდა კირიაკოს მიცოტაკისაც, თუმცა, მას ვირუსი არ დაუდასტურდა, შესაბამისად, იზოლაციაშიც არ გადასულა.

სასულიერო პირს საავადმყოფოში წასვლა სოტირის ციოდრასმა სთხოვა და ამ დროისთვის ევანგელისმოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

 

onalem

ტესტ