fbpx
საზოგადოება

შობა და ომიკრონის მუტაცია საბერძნეთში – რას განიხილავენ საბერძნეთის მთავრობა და ექსპერტები?!

საბერძნეთის მთავრობა და მეცნიერები შეშფოთებას გამოთქვამენ ომიკრონის მუტაციის გავრცელების გამო ევროპაში, ვინაიდან, როგორც ამბობენ, მისი საბერძნეთში აქტიური გავრცელება მხოლოდ დროის ფაქტორია. აღნიშნული საკითხი განიხილეს გუშინ, კვირა დღეს, პრემიერის სასახლეში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი და ექსპერტთა კომიტეტის თავმჯდომარე, სოტირის ციოდრა. ამ ეტაპისთვის მთავარ მიზანს წარმოადგენს რაც შეიძლება მეტი დროის დაზოგვა, რათა ჯანდაცვის სისტემამ მომზადება შეძლოს და პარალელურად, გააქტიურდეს ვაქცინაცია.

ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი აცხადებს, რომ ჰორიზონტალური ჩაკეტვა გამორიცხულია, თუმცა, მთავრობა მიიღებს ყველა სხვა საჭირო ზომას, რათა ომიკრონი მაქსიმალურად შეკავდეს.

ერთ-ერთი ზომა, რომელსაც მთავრობა განიხილავს არის, რომ გასართობ დაწესებულებებში შესვლა შობისა და ახალი წლის ღამეს დასაშვები იყოს მხოლოდ Rapid ტესტის უარყოფითი პასუხით, როგორც აუცრელი, ასევე ვაქცინირებული მოსახლეობისთვის და მხოლოდ აცრის სერტიფიკატი აღარ იყოს დამაკმაყოფილებელი. 

ეს საკითხი აქტიურად განიხილება და დიდი ალბათობით ძალაშიც შევა, რათა აღარ გახდეს საჭირო კაფე-ბარებისა და ტავერნების სამუშაო გრაფიკის შემცირება.

 

onalem

ტესტ