fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: შობას ეკლესიებში მსახურებაზე დასასწრებად ვიზიტები ტელეფონით დაინიშნება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, იოანინაში მდებარე ეკლესიებში საშობაო მსახურებაზე დასწრება წინასწარ ჩაწერის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

კერძოდ, იოანინას მიტროპოლიტი მორწმუნეებს მიმართავს, რომ თუ აქვთ სურვილი შობას ეკლესიებში მივიდნენ, ამის შესახებ მათ წინასწარ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ განისაზღვროს მრევლის რაოდენობა.

“ეკლესიაში შემოვა მრევლის კონკრეტული რაოდენობა, მხოლოდ ისინი, ვისაც წინასწარ ექნება დაჯავშნული ვიზიტი. ამ გზით თავიდან ავირიდებთ არეულობასა და ხალხმრავლობას. 

სევე, ვთხოვ მათ, ვინც თავს ცუდად გრძნობს, საერთოდ ნუ მოვლენ ეკლესიებში და სახლში დარჩნენ. თუ გაწუხებთ ხველა, მაღალი ტემპერატურა, სურდო და ა.შ. უმჯობესი იქნება, რომ საფრთხე არ შეუქმნათ თქვენს გარშემო მყოფებს. 

ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს წინდახედულობით, სულისკვეთებით, პასუხისმგებლობითა და სიყვარულით,” აცხადებს მიტროპოლიტი.

onalem

ტესტ