fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში ათობით წელი დაგვჭირდება, რომ გვალვის გავლენიდან გამოვიდეთ” – ფიზიკის პროფესორი, კოსტას კარტალისი

საბერძნეთში ხვალინდელ დღემდე გვალვა ისევ თავის ზენიტშია და მოსალოდნელია 44-45 გრადუსი, თუმცა, როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, ხუთშაბათიდან ამოვისუნთქებთ და ტემპერატურა 8 გრადუსით დაიკლებს. მიუხედავად ამისა, როგორც ფიზიკის პროფესორი, კოსტას კარტალისი აცხადებს, პრობლემები ამით არ დასრულდება.

“კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს, შესაძლოა მთელი ზაფხული გვალვა არ გვქონდეს, მაგრამ ეს ყველაფერი თავის სერიოზულ კვალს ტოვებს და ათეულობით წელი დაგვჭირდება, რათა გვალვის გავლენისგან გავთავისუფლდეთ. გაერო და სართაშორისო სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ კლიმატური ცვლილებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს და ადასტურებს, რომ ხმელთაშუა ზღვაში დაფიქსირდა ყველაზე გრძელვადიანი და ინტენსიური სიცხე.

ჩვენ ახლა განვიცდით სისტემატურ კლიმატურ არასტაბილირობას, მაგრამ ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი რეგიონით. სიცხის ტალღა ფიქსირდება ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაშიც. 

როგორც უკვე აღვნიშნე, ათწლეულები იქნება საჭირო, რომ ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდეს და აღარ იარსებონ იმ პრობლემებმა, რაც ხმელთაშუა ზღვაში და პლანეტის სხვა რეგიონებში ფიქსირდება,” აცხადებს კოსტას კარტალისი.

onalem

ტესტ