fbpx
საბერძნეთი

კვირას, 11 ივნისს, ათენის ცენტრში გადაადგილება შეზღდული იქნება – რომელი გზები იქნება დაკეტილი

როგორც საგზაო პოლიცია აცხადებს, კვირას, 11 ივნისს, ათენის ცენტრში კონკრეტულ საათებში გადაადგილება შეზღუდული იქნება. 07:30 საათიდან 10:30 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდება შემდეგი გზების მონაკვეთებზე:

სიგრუ
ვასილისის ამალიას
პანეპისტიმიუ
აკადიმიას
ვასილისის სოფიას
ვასილისის კონსტანტინუ
მელეაგრუ.

აღნიშნული შეზღუდვები უკავშირდება სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც დაგეგმილია 11 ივნისს ათენის ცენტრში, შესაბამისად, გზები ტრანსპორტისგან თავისუფალი უნდა იყოს კონკრეტულ საათებში.

საჯარო ტრანსპორტი შეიცვლის მარშრუტს და იმოძრავებს იმის მიხედვით, თუ გადაადგილების რა შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო მეტროსადგურები ღია იქნება ჩვეულ რეჟიმში.

onalem

ტესტ