fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

სულისშემძვრელი ვიდეო: როგორი სიფრთხილითა და სიმშვიდით გამოჰყავს მაშველს ჩვილი დატბორილი კორპუსიდან

დატბორილი თესალიიდან ძირითადად მძიმე კადრები ვრცელდება, თუმცა, კრიზისული სიტუაციების მიღმა ყოველთვის არის პოზიტივი, რომელიც უკავშირდება ადამიანების ერთმანეთის მიმართ თავდადებას, დახმარების სურვილსა და თანადგომას. ერთ-ერთი ასეთი გულისამაჩუყებელი მომენტი იყო, როდესაც EMAK-ის მაშველმა დატბორილი კორპუსიდან ახალშობილი გამოიყვანა.

ვრცელდება კადრები, როგორი სიფრთხილითა და სიმშვიდით გამოჰყავს მამაკაცს ჩვილი, აშკარაა, ცდილობს, რომ ბავშვი არა მხოლოდ არ დაშავდეს, არამედ არც ემოციურად დაიძაბოს და ტირილი არ დაიწყოს.

როგორც ვიდეოდან ჩანს, მას სამაშველო ნავზე დედა ელოდება, რომელიც ცრემლს ვერ იკავებს და შვილს გულში იკრავს. მას გვერდით უსხედან დანარჩენი შვილებიც.

იხილეთ ვიდეო:

 

onalem

ტესტ