fbpx
საბერძნეთი

პარასკევს, 15 სექტემბერს, Market Pass-ის განაცხადების გასაკეთებლად სისტემა იხსნება – თანხა პროდუქტების შესაძენად

როგორც ბერძნული მედია იუწყება, პარასკევს, 15 სექტემბერს, Market Pass-ის განაცხადების შესავსებად სისტემა იხსნება. განაცხადები, რომლებიც გაკეთდება, შეეხება აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეს, ვინაიდან როგორც ცნობილია, თანხების გაცემა ხანგრძლივდება სამი თვით.

ოფიციალური ინფორმაციით, მათ, ვინც უკვე გააკეთეს განაცხადი წინა ჯერზე, ხელმეორედ აღარ მოუწევთ რეგისტრაცია, თუმცა, მისაღები თანხის ოდენობა განისაზღვრება 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით, შესაბამისად, აღნიშნულს სისტემა ავტომატურად დაამუშავებს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ განაცხადის თავიდან შევსება შეეძლებათ მათაც, ვისაც წინა ჯერზე არ დაუკმაყოფილდათ მოთხოვნა, ვინაიდან შესაძლოა მათ 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაციაში იყოს რაიმე ცვლილებები.

თანხების ჩარიცხვა, სავარაუდოდ, მოხდება ორჯერ, სექტემბრის თვეში, როდესაც დაირიცხება ორმაგი რაოდენობა ანუ აგვისტოსა და სექტემბრის თვეებისთვის განკუთვნილი თანხა, ხოლო ოქტომბერში, შესაბამისად, დაირიცხება ამ თვისთვის განკუთვნილი რაოდენობა.

კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ბენეფიციართათვის თანხის ჩარიცხვა, იგივე რჩება, ხოლო სისტემა ღია იქნება 31 ოქტომბრამდე.

 

 

onalem

ტესტ