fbpx
საბერძნეთი

“მეუბნებოდა, რომ მოკლავდა, რადგან ვერ ეგუებოდა დაშორებას, ახლა კი, ბიჭები ობლად დარჩნენ” – რას ამბობს პოლიციელის მამა მედიასთან

საზოგადოებისთვის ცნობილია კალამარიაში მომხდარი საზარელი შემთხვევა, რომელსაც ყოფილი ცოლ-ქმარი შეეწირა. პოლიციელსაც და ქალსაც ხვალ დაკრძალავენ, ორეოკასტროში, დღეს კი, მათი ცხედრების ექსპერტიზა დასრულდება.

პირველ განცხადებებს აკეთებს პოლიციელის მამა, რომელიც აღიარებს, რომ მამაკაცი ყოფილი მეუღლის მოკვლით იმუქრებოდა: “ძალიან შეყვარებული იყო და ვერ აიტანა განქორწინება, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმდებით განქორწინდნენ. ამბობდა, რომ ყოფილი მეუღლის დავიწყება და შვილებთან განშორება არ შეეძლო და აპირებდა, რომ ქალი მოეკლა. ჩვენ გვეგონა, რომ უბრალოდ ემოციების გამო საუბრობდა და ვურჩევდით, რომ თავისი ცხოვრებით ეცხოვრა. სხვა ქალისკენ არ იყურებოდა,” ამბობს მამაკაცი.

როგორც ირკვევა, პოლიციელი საბედისწერო დღეს ჯერ დაელოდა, რომ არასრულწლოვანი შვილები სკოლის ავტობუსს წაეყვანა, შემდეგ კი, ყოფილი მეუღლის ბინაში ავიდა, ქალმა კარი გაუღო, სავარაუდოდ, რამდენიმე წამში ესროლა და როგორც კი ქალს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, საკუთარი სიცოცხლეც დაასრულა.

ექსპერტიზის პირველადი შეფასებებით, ორი შვილის დედა სროლისთანავე გარდაიცვალა და ჩანს, რომ რეაგირების დრო არ ჰქონდა. ობლად დარჩენილი ბავშვები დროებით დედის მშობლებთან არიან, ხოლო მოგვიანებით სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ მეურვეობასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ