fbpx
საბერძნეთი

მომდევნო ორშაბათს მაღაზიები იხსნება?! საბერძნეთისთვის რთული კვირა დგება

ΕΚΠΑ-ს რექტორი, ათანასიოს დიმოპულო აცხადებს, რომ საბერძნეთისთვის ყველაზე კრიტიკული კვირა დგება, რადგან უნდა გადაწყდეს, მოიხსნება თუ გაგრძელდება არსებული კარანტინი.

“გათვალისწინებულ უნდა იქნას ვირუსის გადამდებიანობის ინდექსი და ის მოსალოდნელი დადებითი შედეგები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება იგრძნოს. სისტემა ჯერ კიდევ განიცდის ზეწოლას. სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მივიღოთ. როცა ზოგადი სურათი გვექნება, ვიფიქრებთ, რომელი დაწესებულები გაიხსნას,” აცხადებს პროფესორი.

მეორეს მხრივ, სავაჭრო გაერთიანების პრეზიდენტი, სტავროს კაფუნისი ამბობს, რომ მომდევნო კვირას შესაძლოა მაღაზიები კვლავ გაიხსნას.

“ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირას მაღაზიები კვლავ ამუშავდება. ეს იქნება ნებისმიერი ფორმით, რასაც კი მთავრობა შემოგვთავაზებს. იქიდან გამომდინარე, თუ რა ვითარება იქნება, მაღაზიები გაიხსნება Click Away-ს ან Click Inside-ს მეთოდით. მაქვს შეგრძნება, რომ მომდევნო ორშაბათიდან შეგვიძლია უსაფრთხოდ დავიწყოთ მუშაობა,” ამბობს კაფუნისი.

onalem

ტესტ