fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ყურადღება! შაბათიდან კარანტინი მთელ საბერძნეთში – კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო გამოსვლა

კირიაკოს მიცოტაკის მიერ რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, შაბათს, დილის 06:00 საათიდან მთელ საბერძნეთში კარანტინი ცხადდება.

ეს იქნება დაახლოებით იგივე მდგომარეობა, როგორიც იყო მარტსა და აპრილში, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ღია იქნება საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები და სპეციალური სკოლები. იმუშავებს მიტანის სერვისიც (დელივერი).

დაკეტილი იქნება აბსოლუტურად ყველაფერი, გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა, ასევე სურსათის მაღაზიებისა.

მაღაზიები, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ (ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, აქსესუარები), ასევე დაიკეტება.

გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ SMS გაგზავნის საფუძველზე, ეს ნიშნავს, რომ აქტიურდება 13033, როგორც იყო გაზაფხულზე.

*იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ, მოეთხოვებათ ჰქონდეთ ცნობა სამსახურიდან, რომელიც მათ გადაადგილების უფლებას მისცემს.

პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო რჩება აბსოლუტურად ყველგან და ყოველთვის.

კარანტინი, რომელიც ზეგიდან წესდება გასტანს სამი კვირა ანუ ძალაში იქნება 30 ნოემბრამდე.

მოსახლეობას მოეთხოვება გააგზავნოს ციფრი ნომერზე 13033 და ეს ციფრი აღნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს:

1 – აფთიაქში წასვლა ან ექიმთან ვიზიტი.

2 -სუპერმარკეტსა და სურსათის სხვა მაღაზიებში წასვლა.

3 – ბანკსა და სხვა მომსახურების ცენტრებში წასვლა.

4 – ადამიანებისთვის საჭირო დახმარების აღმოსაჩენად წასვლა.

5 – სხვადასხვა ცერემონიებზე დასწერება (ნათლობა, ქორწილი, დაკრძალვა).

6 – ფიზიკური ვარჯიში და შინაური ცხოველის გასეირნება.

ვწერთ ზემოთ ჩამოთვლილი ფიცრებიდან ერთ-ერთს (საჭიროებისდა შესაბამისად) შემდეგ ინტერვალი, შემდეგ ვწერთ სახელს (ინტერვალი), გვარს (ისევ ინტერვალი) და საცხოვრებელ მისამართს და ვაგზავნით ნომერზე 13033-ზე.

onalem

ტესტ