fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

800 ევრო + საშობაო საჩუქარი – კარანტინი საბერძნეთში და სამი სახის დახმარება უმუშევრად დარჩენილებს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ დღეს კარანტინი დააანონსა და ისაუბრა სამი სახის დახმარებაზე, რომელსაც მოსახლეობა იზოლაციის პერიოდში, კომპენსაციის სახით მიიღებს.

კერძოდ:

  • ისინი, ვინც უმუშევრები დარჩნენ ნოემბრის თვეში, გამომდინარე სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვებიდან, მიიღებენ 800 ევროს დახმარების სახით, ნაცვლად 534 ევროსი და + საშობაო საჩუქარს. ის ადამიანები, რომლებიც ნახევარი თვის მანძილზე დარჩნენ უმუშევრები, მიიღებენ დახმარებას, რომელიც განისაზღვრება დღეში 26.66 ევროთი.
  • გრძელი ვადით უმუშევრებზე თანხის გაცემა გახანგრძლივდება 2 თვით, თუკი მათ უმუშევრობის ბარათს ვადა გასდის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში.
  • ერთჯერადად 400 ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებენ ადამიანები, რომლებიც OAED-ში მინიმუმ 1 წელი დარეგისტრირებულები არიან, როგორც უმუშევრები.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მასშტაბური კარანტინი იწყება შაბათს დილის 06:00 საათზე და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

onalem

ტესტ