fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში: სასამართლოს წარმომადგენელი ბიულეტენებით სავსე 20 ჩანთით გაუჩინარდა

საბერძნეთში, კერძოდ, კრეტაზე უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა. უკვალოდ არის გამქრალი სასამართლოს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელსაც თან საარჩევნო ბიულეტენებით სავსე 20 ჩანთა აქვს წაღებული. კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მიღებული აქვთ ყველა ზომა მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

ირაკლიოში მხოლოდ ეს საარჩევნო უბანია, სადაც ხმების დათვლასთან დაკავშირებით პრობლემები ფიქსირდება, რადგან წარმომადგენელი უბრალოდ გაუჩინარებულია და მასთან ერთად გაქრა 20 ჩანთაც, რომელიც ბიულეტენებით არის სავსე.

შესაბამისი ორგანოები ცდილობენ, რომ მისი ადგილსამყოფელი დაადგინონ, მაგრამ ამაოდ. ამას გარდა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძალიან ეუცნაურებათ მომხდარი, ვინაიდან ეს ადამიანი სრულიად პირნათლად ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს დღემდე და შიშობენ, რომ რაიმე ცუდი შეიძლებოდა შემთხვეოდა.

 

onalem

ტესტ