fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 39 წლის მამაკაცმა შვილის თვალწინ მეუღლეს ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა

ხალკიდიკის ადგილობრივი საზოგადოება შეძრულია დღეს დილით მომხდარი ტრაგედიით, რომელსაც ორი მსხვერპლი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცმა საკუთარი შვილის თვალწინ 36 წლის მეუღლეს ესროლა, ხოლო შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქმის მასალების მიხედვით, სროლის შედეგად ბავშვიც დაშავდა და დაზიანებები მიღებული აქვს თვალის არეში, ის დაუყოვნებლივ იპოკრატიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ოჯახს კიდევ ერთი ბავშვი ჰყავს, 12 წლის გოგონა, რომელიც ინციდენტის დროს სახლში არ იმყოფებოდა, ის ბებიასთან დარჩა გასულ ღამეს, შესაბამისად, ტრაგედიას არ შესწრებია.

ორივე ცხედარი ოჯახის ახლობელმა იპოვა, რომელიც მათ სახლში მივიდა და მაშინვე პოლიციას შეატყობინა. მიზეზები, რის გამოც ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, უცნობია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, გარემოებების დასადგენად.

onalem

ტესტ