fbpx
საზოგადოება

განსაკუთრებით ცივი შაბათ-კვირა: ტემპერატურის ვარდნა და ძლიერი ქარი საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან საბერძნეთში ამინდი საგრძნობლად უარესდება. მოსალოდნელია პერიოდული წვიმები და ძლიერი ქარი, განსაკუთრებით ცივი იქნება შაბათ-კვირა.

ირკვევა, რომ წვიმა ძირითადად მოსალოდნელია ქვეყნის სამხრეთითა და აღმოსავლეთით, ქარი გაძლიერდება პარასკევიდან და შაბათს მისი ძალა 7-8 ბალს მიაღწევს ეგეოსის ზღვაზე, ჰაერი გათბება მაქსიმუმ 20 გრადუსამდე.

დღეს ათენში მოსალოდნელია 14-დან 19 გრადუსამდე, ხოლო ხვალიდან ჰაერი შუადღის საათებში მაქსიმუმ 18 გრადუსამდე გათბება, შაბათ-კვირას კიდევ უფრო ცივი ამინდია მოსალოდნელი.

onalem

ტესტ