fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალი, რომელიც საწოლებს აქირავებს – ვისაც ვარსკვლავების ქვეშ ძილი სურს

გაბრიელა იოგას მასწავლებელი და ხელოვანია. მან კრეტაზე მოაწყო ბაღი, სადაც რამდენიმე საწოლი განალაგა და საკუთარ ბიზნესს “ბუნების სასტუმრო” დაარქვა. იდეა მას ლაშქრობებში სიარულისას მოუვიდა, სადაც კარავში ხშირად ეძინა და ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვეს გრძნობდა.

შეიძლება იქ არ არის ოთახები კედლებით და კონდენციონერით, მაგრამ არის შთამბეჭდავი ხედები, ინტერნეტი და საუზმე. საჭიროებების შემთხვევაში, სტუმრებს შეუძლიათ, რომ სხვა შენობით ისარგებლონ, რომელიც იქვე მდებარეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ გაბრიელას იდეამ მოწონება უკვე დაიმსახურა და მას საკუთარ გვერდზე 600-მდე პოზიტიური კომენტარი აქვს. საწოლის ფასი 21 ევროა.

onalem

ტესტ