fbpx
საზოგადოება

“მოვიდა და დახმარება გვთხოვა” – ქალმა პოლიციის განყოფილებასთან იმშობიარა

ბერძენი პოლიციელები გუშინ 23:00 საათზე მომხდარ შემთხვევას იხსენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უჩვეულო ინციდენტი პიერიას საგზაო პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, სადაც მამაკაცი ანერვიულებული მივიდა და ოფიცრებს დახმარება სთხოვა. როგორც ამბობდა, მის მეუღლეს ნაადრევად დაეწყო მშობიარობა.

გარეთ გავიდნენ, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი ოფიცრები და ნახეს, რომ ახალგაზრდა ქალს “წყლები უკვე დაღვრილი” ჰქონდა. მათ დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა, ცხადი იყო, რომ ვერსად გადაიყვანდნენ, რადგან მშობიარობის პროცესი დაწყებული იყო.

ექიმებისა და პოლიციის დახმარებით ქალმა ჯანმრთელი ბიჭუნა გააჩინა და შემდეგ ორივე მათგანი კატერინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ