fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ბერძნული მოდის სფეროში: 17 წლის მოდელი, ივეტი, გარდაიცვალა

სრულიად ბერძნული მოდის სფერო დაამწუხრა ცნობილი სამოდელო სააგენტოს მენეჯერის, კრისტი კრანას ფეისბუქ პოსტმა, რომელშიც 17 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ წერს. ახალგაზრდა მოდელი, ივეტი, სიმსივნესთან 9 თვიანი ბრძოლის შედეგად დაიღუპა.

17 წლის მოდელის დაკრძალვა დღეს ილიუპოლის სასაფლაოზე გაიმართება.

“მე და ჩემი კოლეგები განადგურებულები ვართ. სიმსივნესთან 9 თვიანი საშინელი ბრძოლის შემდეგ ივეტმა დაგვტოვა. ის მხოლოდ 17 წლის იყო. ის იყო კეთილი, ლამაზი, ზრდილობიანი ქმნილება, რომელიც ყოველთვის ყველაფრისთვის მადლობას იხდიდა, როცა მისთვის რაიმეს ვაკეთებდით. მას დიდი კარიერა ექნებოდა საბერძნეთშიც და საზღვარგარეთაც. ჩვენ მას არასოდეს დავივიწყებთ, ყოველთვის ჩვენს გულებში იქნება,” წერს კრანა.

onalem

ტესტ