fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: ურთულესი ოპერაცია გარდაცვლილი 23 წლის ბიჭის წყლიდან ამოსაყვანად

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია კუნძულ კეფალონიაზე, აგიოს კონსტანტინოს ტერიტორიაზე დატრიალდა. გარდაცვლილია 23 წლის ბიჭი, რომლის ცხედარიც წყლიდან ურთულესი ოპერაციის ჩატარების შედეგად ამოიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდამ მანქანის მართვისას საჭეზე კონტროლი დაკარგა, კლდიდან გადავარდა და წყალში ჩავარდა. მანქანა ფსკერამდე ჩაიძირა.

ამ დროისთვის ინციდენტის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაშველების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა გარდაცვლილის წყლის ფსკერიდან ამოყვანა, ხოლო მანქანა სპეციალური ამწეს საშუალებით არგოსტოლის პორტში გადაიყვანეს.

კეფალონიის პორტის ხელმძღვანელობა გამოძიებას აწარმოებს შემთხვევის ზუსტი მიზეზების დასადგენად.

 

 

onalem

ტესტ