fbpx
საბერძნეთი

მეტეოროლოგთა საგანგებო პროგნოზი: ძლიერი წვიმა მომდევნო საათებში, მათ შორის, ათენშიც

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს საგანგებო პროგნოზს, რომლის მიხედვითაც მომდევნო საათებში ამინდი ნელ-ნელა გაუარესდება და ძლიერი წვიმა გველის, ნალექი მოსალოდნელია ატიკის რეგიონში, შესაბამისად, ათენშიც.

კერძოდ, ფენომენი თავდაპირველად გააქტიურდება და წვიმა მოსალოდნელია შემდეგ ტერიტორიებზე: თესალია, მაკედონია, იპირო, ცენტრალური საბერძნეთი (მათ შორის ატიკის რეგიონი), ასევე, ევია და ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ პელოპონისო.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, სინოპტიკოსები უფრო მეტად ნალექს პროგნოზირებენ დასავლეთითა და ჩრდილოეთით.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, არასტაბილური ამინდი შენარჩუნდება ორშაბათამდე, ხოლო 14-15 ივნისიდან ტემპერატურა სეზონისთვის დამახასიათებელ მაჩვენებელს მიაღწევს, მხოლოდ კრეტაზე იქნება შედარებით უფრო მაღალი ტემპერატურა.

onalem

ტესტ