fbpx
ფინანსები

უახლოეს მომავალში საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 1.000 ევრომდე უნდა გაიზარდოს – მიცოტაკის გეგმა

გაზეთ “პარაპოლიტიკასთან” საუბრისას საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მთავრობისთვის ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის ზრდა იქნება. მისი თქმით, უახლოეს მომავალში აუცილებლად უნდა გაიზარდოს ხელფასები.

პრემიერი ასახელებს პროცენტულ მაჩვენებელსაც, მისი თქმით მინიმალური ხელფასი 25%-ით მაინც უნდა გაიზარდოს და ამჟამინდელი მაჩვენებლის მიხედვით ნიშნავს, რომ დაახლოებით 1.000 ევრომდე უნდა ავიდეს.

“25 ივნისის დილემა არის, გვეყოლება თუ არა მეორე დღეს მთავრობა, რომელსაც ექნება ძალა განახორციელოს თავისი პროგრამა, კომპრომისების, შეფერხებებისა და თავგადასავლების გარეშე. მომდევნო ოთხი წელი იქნება ჯანმრთელობის გაძლიერებისა და ხელფასების ზრდის წლები. 

აქვე აღვნიშნავ, რომ საბერძნეთი არ განიხილავს კუნძულების მილიტარიზაციის ან დემილიტარიზაციის საკითხებს. და ცხადია, არ განიხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულების სუვერენიტეტთან.

21 მაისს ბევრ კითხვას გაეცა პასუხი და დარწმუნებული ვარ, რომ 25 ივნისს ბერძნები კვლავ სწორ არჩევანს გააკეთებენ,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ