fbpx
საბერძნეთიფინანსები

საბერძნეთში სუპერმარკეტების თანხა მომდევნო 3 თვე ისევ დაირიცხება, 150 ევროს მიიღებენ ისინი, ვისაც წელს 18 წელი უსრულდება

ფინანსთა მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკიმ დააანონსა ზომები, რომლებსაც საბერძნეთის მთავრობა იღებს და ერთგვარი “ამოსუნთქვა” იქნება საზოგადოებისთვის. ახალი ზომები ეხება სუპერმარკეტების თანხის დარიცხვას კიდევ სამი თვის მანძილზე, ასევე ახალგაზრდული ვაუჩერის გაცემას, პენსიონერებისთვის “ჯარიმის” გაუქმებას და ა.შ.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ხაძიდაკის თქმით, მოსახლეობას კიდევ სამი თვის მანძილზე დაერიცხება თანხა, რომელიც სუპერმარკეტებისთვის არის განკუთვნილი, ე.წ. Market Pass. საუბარია აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე. ვისაც განაცხადები უკვე ჰქონდა გაკეთებული წინა ჯერზე და თანხა დაერიცხათ, მეორე ჯერზე საჭირო აღარ იქნება განაცხადის შევსება, სისტემა ავტომატურად გადაამუშავებს მათ ინფორმაციას.

კრიტერიუმები აღნიშნული თანხის მისაღებად იგივე იქნება, თუმცა, საშემოსავლო დეკლარაციები გადამოწმდება თავიდან ანუ განიხილება 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაცია. ცხადია, ახალი განაცხადების შევსება შეეძლებათ მათაც, ვისაც წინა ჯერზე არ დაუკმაყოფილდათ მოთხოვნები, კრიტერიუმებიდან გამომდინარე.

ამას გარდა, სექტემბრიდან 150 ევრო ჩაერიცხება ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც წელს 18 წელი უსრულდება (Youth Pass).

მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებაც, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ პენსიონერებთან დაკავშირებით მიიღო – პენსიონერებს, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ, აღარ დაუკავდებათ პენსიის თანხიდან 30%. ხოლო რაც შეეხებათ საჯარო მოხელეებს, მათი ხელფასები გაიზრდება 70 ევროთი.

 

onalem

ტესტ