fbpx
საბერძნეთი

ურთულესი დღეები პარასკევსა და შაბათს – ტემპერატურა 44 გრადუსამდე აიწევს, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა

კლიმატური კრიზისის მართვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა საგანგებო გამოსვლისას მოსახლეობას გვალვის პირობებში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე კვირაში მოქალაქეებმა სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ, არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად, არამედ ხანძრების გაჩენის თვალსაზრისითაც.

კიკილიასმა აღნიშნა, რომ ყველაზე რთული დღეები იქნება პარასკევი და შაბათი, შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეთ მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს და შინაურ ცხოველებს:

“მიუღებელია, რომ მიმდინარე დღეებში გამოვიჩინოთ უპასუხისმგებლობა და დაუდევრობა გარემოსთან მიმართებაში. ყველამ ვიცით, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში, მაღალია ალბათობაც, რომ გაჩნდეს ხანძრები და სიტუაცია უკონტროლო გახდეს, თუკი ამას ქარიც შეუწყობს ხელს.

მეორეს მხრივ, ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ ყურადღება მიექცეთ მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს: მოხუცებს, ჩვილებს, შინაურ ცხოველებს. ასევე, თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ღია სივრცეებში.

მართალია, ეს მდგომარეობა არ არის უპრეცენდენტო არც ჩვენთვის და არც ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ მოვითხოვ მთელი სახელმწიფო აპარატისგან სრულ მზაყოფნას, რათა შესაბამისად გავუმკლავდეთ არსებულ ვითარებას,” აცხადებს კიკილიასი.

 

onalem

ტესტ