fbpx
საბერძნეთი

ათენი: Coco-Μat-ის სასტუმროს 3 თვე მისცეს ბოლო ორი სართულის დასანგრევად, რადგან აკროპოლის ხედს მალავს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, Coco-Mat-ის მაღალსართულიან სასტუმროს მხოლოდ და მხოლოდ 3 თვე აქვს იმისთვის, რომ ბოლო ორი სართული მოანგრიოს, რადგან შენობა აკროპოლის ხედს ხელს უშლის.

უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში წერია, რომ შენობის სიმაღლე 36, 5 მეტრია, ხოლო ზედა ზღვარი, არქეოლოგიურ ობიექტთან მიმართებაში, მხოლოდ და მხოლოდ 24 მეტრს უდრის. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ სასტუმრო უკიდურესად აჭარბებს დაშვებულ ზღვარს და ვალდებულია, ბოლო ორი სართული მოანგრიოს.

პრობლემები აკროპოლის ჰორიზონტზე ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა, როდესაც სასტუმროს მფლობელმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ შენობა გაეფართოვებინა, ასევე, განეთავსებინა აუზი მის სახურავზე. მიუხედავად იმისა, რომ ათენის მერიამ მშენებლობის უფლება გასცა, კულტურის სამინისტროს არასოდეს განუცხადებია თანხმობა აღნიშნული სამუშაოების განხორციელებაზე, რადგან აჭარბებდა და არღვევდა სიმაღლის მისაღებ ზღვარს, რომელიც დადგენილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში.

გადაწყვეტილება, რომ “დაუყოვნებლივ” მოხდეს სასტუმროს ბოლო ორი სართულის დემონტაჟი, 27 ივნისს მიიღეს, შესაბამისად, ხელმძღვანელობამ სამუშაობის განხორციელება სექტემბრის ბოლომდე უნდა მოასწროს.

 

onalem

ტესტ