fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის რეიდები – ოფიცრებმა მხოლოდ ერთ კვირაში 2.000-მდე ადამიანი დააკავეს

საბერძნეთის პოლიციის მხრიდან, კრიმინალის წინააღმდეგ რეიდები კვლავ აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. შესაბამისი უწყებები ავრცელებენ მონაცემებს, რომლებიც ეხება მხოლოდ ბოლო 1 კვირის მანძილზე შესრულებულ რეიდებს და კონტროლს, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დააკავეს.

კერძოდ, საუბარია 3 ივლისიდან 10 ივლისამდე პერიოდზე, რეიდები განხორციელდა ძირითადად ატიკის რეგიონში, ათენის ისტორიულ ცენტრში, თესალიაში, კორინთიასა და თესალონიკში, სადაც განსაკუთრებით ბევრი ადამიანი შემოწმდა 7-9 ივლისს.

საბერძნეთის პოლიციამ საერთო ჯამში სპეციალური რეიდების ფარგლებში 2.000-მდე ადამიანი დააკავა, სხვადასხვა დანაშაულებისთვის: ქურდობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, არალეგალური მიგრაცია, იარაღთან დაკავშირებული დანაშაული და ა.შ.

ატიკის რეგიონში სტატისტიკა ასე გამოიყურება:

აგია ვარვარას, ზეფირისა და ახარნესის ტერიტორიაზე შემოწმდა ჯამში 1539 პირი, განყოფილებაში გადაიყვანეს 659 ადამიანი, ხოლო საბოლოოდ დააკავეს 20 პირი.

კატო პატისიაზე ჩატარებული შემოწმების შედეგად პოლიციამ 139 ადამიანი, დააკავეს 9 ადამიანი, აქედან 7 არალეგალური მიგრაციის ბრალდებით.

რაც შეეხება ათენის ისტორიულ ცენტრს, ჯამში შემოწმდა 1,256 ადამიანი, ხოლო 20 დააკავეს.

onalem

ტესტ