fbpx
საბერძნეთი

“75.000 ევროს გადახდა მომთხოვა, თოკი მოვუჭირე, მაგრამ ვერ მივხვდი, რომ დაიხრჩო” – რას ამბობს სასტუმროს მფლობელი კონტრაქტორის მკვლელობაზე

როდოსზე მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, 46 წლის ძანი ტოპალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია სასტუმროს 53 წლის მფლობელი, რომელსაც მისი ვალი ჰქონდა ჯერ კიდევ 2019 წელს ჩატარებული სარემონტო სამუშაოებიდან მოყოლებული. ტოპალი ხელმძღვანელობდა აღნიშნულ პროცესს და შეთანხმებებს კლიენტებსა და კომპანიებს შორის, რათა წარმოებულიყო ესა თუ ის სამშენებლო საქმე.

53 წლის მამაკაცი ამტკიცებს, რომ ტოპალი მასთან სასტუმროში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და მუქარა დაუწყო, ითხოვდა, რომ ვალი დაეფარა, რომელიც 75.000 ევროს უდრის და ვინაიდან მათი შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სასტუმროს მფლობელის თქმით, საკუთარი თავისა და ვაჟის დაცვა მოუწია. ის იმასაც ამბობს, რომ ტოპალი მის ვაჟს უშუალოდ დაესხა თავს, ამიტომ სხვა გზა აღარ დარჩა, იქვე არსებული თოკი აიღო და ყელში მოუჭირა, რომ უბრალოდ მოძრაობა აღარ შესძლებოდა, თუმცა, ვერ მიხვდა, რომ მამაკაცი დაიხრჩო. შემდეგ კი, თავისი 20 წლის შვილის დახმარებით გვამი უკაცრიელ ადგილამდე მიიტანეს და გზაზე დატოვეს.

პოლიციამ 53 წლის მამაკაცზე ეჭვი მას შემდეგ აიღო, რაც 46 წლის ტოპალი მკვლელობამდე მის სასტუმროსთან დააფიქსირეს. ის დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, რაღაც მოიმიზეზა და განყოფილებაში არ გამოცხადდა. შესაბამისად, გამოძიება აქტიურ ფაზაში შევიდა და წარდგენილი მტკიცებულებების ზეწოლის შედეგად სასტუმროს მფლობელმა დანაშაული აღიარა.

ძანი ტოპალი ალბანეთის მოქალაქე იყო.

onalem

ტესტ